"ბარსა" მესის დარჩენაში დარწმუნებულია - მთავარი მიზეზი

"ბარსა" მესის დარჩენაში დარწმუნებულია - მთავარი მიზეზი

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლეო მესის კონტრაქტში არის ჩადებული პუნქტი, რომელიც მას ყოველი წლის 1 ივლისს აძლევს საშუალებას, რომ "ბლაუგრანადან" უფასოდ წავიდეს და კარიერა ევროპის მიღმა განაგრძოს.

მიუხედავად ამისა, Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბარსას" ხელმძღვანელობა მშვიდადაა.

წყაროს თანახმად, კლუბში მიაჩნიათ, რომ "ლა პულგა" მომდევნო სეზონშიც ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს მოირგებს.

ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს კატალონიური გრანდი ძალიან უყვარს და იგი ლაუტარო მარტინესის ტრანსფერსაც დიდი ინტერესით ელის.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ლეო მომავალ სეზონშიც წარუძღვება "ბარსელონას" წარმატებისკენ.

6 თვის წინ
526 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 62
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ