5 თვის წინ
"ასე არ გამოვა" - ნიკოს უკვე "ბარსელონაზე" ეხუმრებიან
"ასე არ გამოვა" - ნიკოს უკვე "ბარსელონაზე" ეხუმრებიან

ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე ფეხბურთელები "ბარსელონას" მომავალი ათიანისა და კლუბში ნიკო უილიამსის შესაძლო ტრანსფერზე ხუმრობენ. ამის შესახებ El Desmarque იუწყება.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა "რეალის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელები, ნაჩო და ხოსელუ ლამინ იამალს ნომერზე გაეხუმრნენ.

"ესე იგი, "ბარსელონას" 27-ნომრობა აღარ მოგწონს, არა?" - უთქვამთ გამოცდილ ფეხბურთელებს, რითაც იმ ცნობებს გამოეხმაურნენ, რომ "ბლაუგრანა" 16 წლის სუპერტალანტისთვის ათიანობის პასუხისმგებლობის დაკისრებას გეგმავს.

ლამინის პასუხი უცნობია, მაგრამ დიალოგში ნიკო უილიამსი და პედრი ჩაერთნენ.

წყაროს თანახმად, პედრიმ ნიკოს შემდეგი რამ უთხრა: "10-იანობა უნდა დათმო, ნიკო, გუნდში 10 ნომრიანი მაისური 3 ფეხბურთელს ვერ ეცმევა." 

"ამ ვარცხნილობით "ბარსელონას" ათიანი ვერ იქნები," - დასძინა ფერან ტორესმა, რომელიც ასევე "ატლეტიკის" ვარსკვლავს მიმართავდა.

როგორც ჩანს, "ბლაუგრანას" ფეხბურთელები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ნიკო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადასვლაზე დაითანხმონ. ათიანობაზე ხუმრობებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.


Facebook კომენტარები