5 თვის წინ
კანსელუს და ფელიქსის ამბავი - რა ბედი ელით პორტუგალიელებს
კანსელუს და ფელიქსის ამბავი - რა ბედი ელით პორტუგალიელებს

"ბარსელონამ" გუშინ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტები, რითაც ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიქსს დაემშვიდობა, რადგან მათი საიჯარო ხელშეკრულებები ამოიწურა. მოგვიანებით, პოსტერები გაქრა, რადგან ქომაგთა დიდმა ნაწილმა ისინი "ბლაუგრანას" მიერ პორტუგალიელებზე უარის საბოლოოდ თქმად აღიქვა.

არადა საქმე სულ სხვაგვარადაა, რადგან ჟოაუც და ჟოაუც კლუბის სამომავლო გეგმებში შედიან.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" მადრიდის "ატლეტიკოსთან" და "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ. ახლა მხარეებმა პირობები უნდა შეათანხმონ.

კატალონიურ გრანდში სურთ იმის ცოდნა, თუ მოთამაშეთა ხელფასის რა ნაწილის დაფარვა მოუწევთ. გარდა ამისა, გასარკვევია იჯარების ღირებულებაც. მოლაპარაკებებში აქტიურად იქნება ჩართული ფელიქსისა და კანსელუს აგენტი, ჟორჟე მენდეში.

ორივე ფეხბურთელს უნდა "ბარსელონაში" დარჩენა. ტრანსფერების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო გუნდის ახალმა მესაჭემ, ჰანსი ფლიკმაც.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ფელიქსი "ბარსას" 10 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დაეხმარა, კანსელუ კი 4 გოლითა და 5 ასისტით შემოიფარგლა.


Facebook კომენტარები