5 თვის წინ
ლამინ იამალმა კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გაიმეორა
ლამინ იამალმა კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გაიმეორა

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში გუშინ საქართველოს ეროვნული გუნდი დაამარცხა, ანგარიშით 4:1.

მოედანზე 90 წუთი გაატარა "ბარსელონას" 16 წლის სუპერტალანტმა, ლამინ იამალმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. "ფურია როხას" წინგამყვანი გოლიც მისი აქტიურობით გავიდა - იამალის ბრწყინვალე პასს თავი ფაბიან რუისმა დაუხვედრა.

მიმდინარე ევრო 2024-ზე ლამინისთვის ეს მეორე საგოლე გადაცემაა. პირველი მან ხორვატიის წინააღმდეგ შეასრულა.

საინტერესოა, რომ ბოლო თინეიჯერი, რომელსაც ერთ ევროპირველობაზე მინიმუმ ორი ასისტი ჰქონდა აქტივში, კრიშტიანუ რონალდუ გახლდათ. პორტუგალიელმა ლეგენდამ ეს ევრო 2024-ზე გააკეთა.

რონალდუმ ის ტურნირი 2 საგოლე გადაცემით ჩაამთავრა, იამალს კი ამ შედეგის გაუმჯობესების სულ მცირე ერთი შანსი კიდევ ექნება. 5 ივლისს ესპანელები მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდებიან.


Facebook კომენტარები