ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დღეს დღეს გაიხსნა, თუმცა არის კიდევ უფრო მეტი რამ, რაც ამ თვეში "ბარსას" გულშემატკივარს დააინტერესებს.
1. ჰანსი ფლიკის მწვრთნელობის პირველი დღეები.
გუნდის წინასასეზონო მომზადება 10 ივლისს დაიწყება. საერთაშორისო ტურნირებზე (ევრო, კოპა ამერიკა, ოლიმპიადა) მონაწილე მოთამაშეების გარდა, "ბლაუგრანას" ვარსკვლავები აშშ-ში, გერმანელის განკარგულებაში იქნებიან.
2. ბარსას საშინაო ფორმის წარდგენა.
გავრცელებული ინფორმაციით, იმას, თუ როგორი იქნება კლუბის საშინაო ფორმა, 18 ივლისს გავიგებთ.
3. პირველი წინასასეზონო თამაში.
მოგეხსენებათ, მოსამზადებელ პერიოდს "ბარსელონა" აშშ-ში გაატარებს, სადაც ისინი თავიანთ პირველ ამხანაგურ მატჩს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, 31 ივლისს გამართავენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჰანსი ფლიკი პეპ გვარდიოლას დაუპირისპირდება.
4. პირველი სატრანსფერო სვლები.
მიუხედავად იმისა, რომ მეტად სავარაუდოა, კლუბმა მნიშვნელოვანი შესყიდვები აგვისტოში განახორციელოს, დიდია შანსი წარმატებულ მოლაპარაკებებს ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც მიკელ მერინო, ჯეიდენ ფილოჯინი და ჯერემი ფრიმპონგი არიან, კლუბმა ივლისის თვეში მიაღწიოს.
როგორც ჩანს, "ბარსელონას" გულშემატკივრებს ცხელი და საინტერესო ივლისის თვე ელით, ამხანაგური მატჩებითა და მრავალი სატრანსფერო სიახლით სავსე.