ჰანსი ფლიკს ინიგო მარტინესს ერიკ გარსია ურჩევნია, - იუწყება Marca.
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის მიერ 23 წლის უკანახაზელზე არჩევანის შეჩერებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. გერმანელ სპეციალისტს მოსწონს ის, რომ გარსიას საყრდენად თამაში შეუძლია, ბურთის ამოტანა უკეთესად გამოსდის და გოლებიც გააქვს.
მარტინესს მდგომარეობას ურთულებს მის კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემაც. საქმე იმაშია, რომ ინიგოს "ბარსასთან" ხელშეკრულებით კიდევ 1 წელი აკავშირებს და საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს დანიშნული, მაგრამ ლა ლიგაში დარეგისტრირებული ჯერ არაა.
შედარებისთვის, გარსია უკვე დარეგისტრირებულია და მისთვის სახელფასო განაკვეთის გამოთავისუფლება საჭირო არ არის.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხოთ, რომ "ბლაუგრანამ" ინიგო სხვა კლუბში გაყიდოს, ერიკი კი შეინაჩუნოს.
ცნობისთვის, გარსიამ გასული სეზონი "ჟირონაში" გაატარა.