4 თვის და 3 კვირის წინ
ნიკო "ბარსელონას" უცდის - კლუბმა შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას
ნიკო "ბარსელონას" უცდის - კლუბმა შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას

ნიკო უილიამსი მარცხენა გარემარბის პოზიციის გასაძლიერებლად "ბარსელონასთვის" პრიორიტეტული სამიზნეა, - იუწყება SPORT. კატალონიელთა აზრით, მისი ხელიდან გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება.

ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავზე წერს Mundo Deportivo-ც. წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ ლამინ იამალისა და ნიკოს დუეტის ჩამოყალიბება ადეკვატური პასუხი იქნება მადრიდის "რეალის" მიერ კილიან მბაპეს დამატებაზე.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ასევე იმედოვნებენ, რომ უილიამსის შეძენას რაფინიას გაყიდვის გარეშე შეძლებენ.

კატალონიურ გრანდში 21 წლის შემტევის შესაძლებლობებში ევრო 2024-ის მიმდინარეობისას დარწმუნდნენ. გარდა ამისა, ესპანელი კლუბის მარკეტინგული ამოცანებისთვისაც გამოადგება.

ნიკოსთვის ბრძოლაში "ბარსას" მთავარი კონკურენტი ლონდონის "ჩელსია". Relevo-ს თუ დავუჯერებთ, "არისტოკრატები" უილიამსის გამოსასყიდ თანხასაც უპრობლემოდ იხდიან და შემტევს სოლიდურ ხელფასსაც სთავაზობენ, მაგრამ ახალგაზრდას "ბარსელონაში" უნდა თამაში, ამიტომ ჯერ იცდის.

აქვე შეგახსენებთ, რომ უილიამსის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა.


Facebook კომენტარები