"ბარსელონა" ზაფხულში მარცხენა გარემარბის შეძენას ეცდება. პრიორიტეტულ სამიზნედ ბილბაოს "ატლეტიკის" შემტევი, ნიკო უილიამსი განიხილება, თუმცა მისი მაღალი ფასიდან გამომდინარე, კლუბი შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტებს ეძებს.
SPORT-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად განიხილება დორტმუნდის "ბორუსიას" ფლანგელი, ჯეიმი ბაინო-გიტენსი.
19 წლის ფეხბურთელი "ბორუსიას" შემადგენლობაში ფეხს იკიდებს. გასულ სეზონში მან 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 16 სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. ინგლისელმა თავი 2 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა.
ესპანური გამოცემა არ ასახელებს იმ თანხას, რომელსაც "შავ-ყვითლები" ჯეიმის სანაცვლოდ მოითხოვენ, მაგრამ, რთულად სავარაუდოა, რომ გერმანული კლუბი ახალგაზრდას იაფად შეელიოს.
ბაინო-გიტენსს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს.