4 თვის და 3 კვირის წინ
ფრანგი ფეხბურთელი "ბარსას" საკუთარ თავს სთავაზობს
ფრანგი ფეხბურთელი "ბარსას" საკუთარ თავს სთავაზობს
ავტორი
Aa

გავრცელებული ინფორმაციით, ადრიენ რაბიომ "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა.

ფრანგმა ნახევარმცველმა, რომელიც ამ მომენტში საფრანგეთის ნაკრების ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე იცავს, "ბარსას" საკუთარი თავი უფასო ტრანსფერის სახით შესთავაზა. როგორც ირკვევა, 29 წლის რაბიო ხელფასის სახით კლუბისგან წელიწადში 8 მილიონ ევროზეც თანახმაა.

აქვე გეტყვით, რომ ფრანგს "იუვენტუსთან" კონტრაქტი გუშინ, 1 ივლისს დაუმთავრდა და ამ ეტაპზე ის კლუბის გარეშეა დარჩენილი. მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt- ის მონაცემებით 35 მილიონ ევროს შეადგენს.

მალე გავიგებთ, დათანხმდება თუ არა "ბარსელონა" ამ შეთავაზებას, ფაქტი კი ერთია, რაბიოს სახით კლუბს ნახევარდაცვის ხაზში ძალიან გამოცდილი მოთამაშის დამატების შანსი მიეცა, თანაც ამაში კატალონიელებს დიდი ფინანსების გაღება არ მოუწევთ.


Facebook კომენტარები