5 თვის წინ
ფლიკს აშშ-ში კიდევ ერთი ახალგაზრდა მიჰყავს - დეტალები
ავტორი
Aa
გავრცელებული ინფორმაციით, ანხელ ალარკონი იქნება ერთ-ერთი "ბარსას" ახალგაზრდული კლუბიდან, რომელიც პირველ გუნდთან ერთად წინასასეზონო ვარჯიშს გაივლის.
როგორც ირკვევა, ჰანსი ფლიკმა დიდი დრო გაატარა ახალგაზრდულ სისტემაში მის ხელთ არსებული მოთამაშეების დაკვირვების მიზნით, როგორც ვიდეოების, ასევე კლუბის ანგარიშების გაცნობით. საბოლოოდ, გერმანელმა გადაწყვიტა, რომ 20 წლის შემტევი მთავარ გუნდთან ერთად წაიყვანოს.
აქვე გეტყვით, რომ ალარკონი ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნევა. ის ამჟამად "ბარსას" ახალგაზრდული გუნდის წევრია და მისი პოზიცია მარცხენა ვინგერია, თუმცა საპირისპირო ფლანგზე თამაშიც თავისუფლად შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ კლუბი წინასასეზონო მოსამზადებელ ვარჯიშებს 10 ივლისს განაახლებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 დღის და 9 საათის წინ
პროექტის ლიდერი - რას ფიქრობენ "ბარსელონაში" პედრიზე
1 დღის და 15 საათის წინ
"ბარსელონა" ზაფხულში ვარსკვლავს გაყიდის
2 დღის და 4 საათის წინ
შეთანხმება შედგა - "ბარსა" ახალგაზრდას კონტრაქტს უხანგრძლივებს
2 დღის და 9 საათის წინ
"მე ეს არ მიგულისხმია" - პედრის ადრინდელი განცხადება გაახსენეს