4 თვის და 3 კვირის წინ
ვის იყიდის "ბარსა", თუ კანსელუ ვერ დარჩება - 3 ვარიანტი
ვის იყიდის "ბარსა", თუ კანსელუ ვერ დარჩება - 3 ვარიანტი

"ბარსელონას" გაცხადებული აქვს, რომ "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ფლანგელის, ჟოაუ კანსელუს შენარჩუნება სურს, თუმცა ამის გაკეთება მარტივი არ გახლავთ.

"ლურჯ-ბროწეულისფრებს" 30 წლის ფეხბურთელის კიდევ ერთწლიანი იჯარით დამატებისკენ მიუწევთ გული, "სიტიზენებს" კი ჟოაუს გაყიდვა აქვთ განზრახული. მარჯვენა მცველის სავარაუდო ფასად 25-30 მილიონი ევრო სახელდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსაში" უკვე შერჩეული ჰყავთ ის მოთამაშეები, რომელთა გაფორმებასაც განიხილავენ, თუ კანსელუ ვერ დაიტოვეს. სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

არნაუ მარტინესი (ჟირონა)

ემერსონ როიალი (ტოტენჰემი)

აარონ ვან ბისაკა (მანჩესტერ იუნაიტედი)

ჩამონათვალში ყველაზე საინტერესო ემერსონის ხილვაა, რომელიც "ბარსამ" 2021 წელს "ბეტისიდან" გამოისყიდა და ლონდონის "ტოტენჰემში" იმავე ზაფხულს გაყიდა. 25 წლის ფლანგელმა გასულ სეზონში 24 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები