4 თვის და 4 კვირის წინ
მდგომარეობა შეიცვალა - რა უთხრეს ფატის "ბარსელონადან"
მდგომარეობა შეიცვალა - რა უთხრეს ფატის "ბარსელონადან"

ჟორჟე მენდეშს უთხრეს, რომ ანსუ ფატის თაობაზე მიღებულ შეთავაზებებს არ მოუსმინოს, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, 21 წლის თავდამსხმელს ერთსაათიანი შეხვედრა ჰქონდა "ბარსელონას" სპორტულ დირექტორ დეკუსთან, საიდანაც გაირკვა, რომ კლუბიც და ჰანსი ფლიკიც ანსუს ენდობიან. ახლა ყველაფერი თავად ესპანელზე იქნება დამოკიდებული. მან ბევრი უნდა იშრომოს.

ფატის კიდევ ერთი იჯარით წასვლა ალოგიკური იქნება. მართალია, "ბლაუგრანას" მარცხენა გარემარბის შეძენა უნდა, თუმცა ანსუმანეს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება პრესეზონზე ექნება. 

ცხადია, "ბარსას" ათიანიც მთლიანად კატალონიურ გრანდზეა ფოკუსირებული და წარმატების მიღწევა სწორედ აქ სურს.

ჟოზე მოურინიოს ახალგაზრდა შემტევის "ფენერბახჩეში" ხილვა ეწადა, მაგრამ ბორი ფატიმ ფეხბურთელის აგენტს წინადადებების განუხილველად დატოვებისკენ მოუწოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ანსუ "ბრაიტონში" იყო განათხოვრებული. "თოლიებს" იგი 4 გოლით დაეხმარა.


Facebook კომენტარები