Diario SPORT-ის ჟურნალისტ ლუის მიგელსანზის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" აბდე ეზალზულს დაადგა თვალი.
თუ "ბარსელონა" მაროკოელი გარემარბის შენარჩუნებას არ გადაწყვეტს, მისი გადაბირებით სწორედ "როხიბლანკო" იქნება დაინტერესებული.
დიეგო სიმეონეს აბდე ძალიან მოსწონს. წყაროს თანახმად, "ატლეტიკო" მზადაა, რომ კატალონიურ გრანდს ეზალზულის იანიკ-ფერეირა კარასკოში გაცვლა შესთავაზოს.
"ბარსას" კარასკოს 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს. აბდეს ღირებულებაც დაახლოებით ამ თანხას წარმოადგენს, ამიტომ პირდაპირი გაცვლა აზრსმოკლებული ნამდვილად არ უნდა იყოს.
21 წლის შემტევისადმი ინტერესს ლონდონის "ტოტენჰემი" და "ვულვზიც" იჩენენ.
"ბლაუგრანამ" აბდეზე საბოლოო გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღოს. ფეხბურთელის კვლავ განათხოვრება გამორიცხულია - კლუბი მას ან დაიტოვებს, ან გაყიდის.
შეგახსენებთ, რომ მაროკოელი ახლა პამპლონურ "ოსასუნაშია" განათხოვრებული. ნავარელთა მაისურით ჩატარებულ 22 მატჩში ეზალზულმა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.