4 თვის და 4 კვირის წინ
ფელიქსი შეიძლება ძველ გუნდში დაბრუნდეს - წინადადება ცნობილია
ფელიქსი შეიძლება ძველ გუნდში დაბრუნდეს - წინადადება ცნობილია

ლისაბონის "ბენფიკამ" მადრიდის "ატლეტიკოს" ჟოაუ ფელიქსზე უფლებების ნახევარში 20 მილიონი ევრო შესთავაზა, - იუწყება Diario SPORT-ის ჟურნალისტი, ლუის მიგელსანზი.

წყაროს თანახმად, "როხიბლანკო" 40 მილიონ ევროს ითხოვს და თავდამსხმელის ბოლომდე გაყიდვას ლამობს. "ბარსელონა" სატრანსფერო ბრძოლაში ჩართვას არ აპირებს, რადგან კატალონიელებს 24 წლის თავდამსხმელის მხოლოდ იჯარის წესით დამატება (დაბალი გამოსასყიდი თანხის გათვალისწინებით) შეუძლიათ.

შესაბამისად, თუ "ატლეტიკომ" პორტუგალიელის კიდევ ერთხელ განათხოვრება კატეგორიულად გამორიცხა, ჟოაუ "ბლაუგრანაში" ვერ დარჩება.

თავად ფელიქსი "ბენფიკაში" დაბრუნებას უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, მაგრამ ახლა გამორიცხული არაფერია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა კლუბმა ჟოაუ 2019 წელს სწორედ "არწივებისგან" შეიძინა. "ბენფიკას" მაშინ 126 მილიონი ევრო გადაუხადეს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ წინა სეზონში ფელიქსმა თავი 10 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები