1 წლის და 9 თვის წინ
ანსუ ფატის 2 მსურველი ჰყავს
ავტორი
Aa
"ფენერბახჩეს" სპორტული დირექტორი დეკუსა და ჟორჟე მენდეშს ანსუ ფატის შესახებ ესაუბრა, - იუწყება SPORT თურქულ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც ირკვევა, სტამბოლელები მზად არიან, რომ თითქმის ყველა ხარჯი დაფარონ.
21 წლის თავდამსხმელით დაინტერესებულია "სევილიაც".
მიუხედავად მსურველთა სიმრავლისა, ფატი ჯერჯერობით "ბარსელონაში" დარჩება. "ბლაუგრანას" ახალ მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს უნდა, რომ ანსუმანეს შესაძლებლობები პრესეზონზე გამოცადოს.
"ბარსას" ათიანის მომავალი სწორედ წინასასეზონო მომზადების შემდეგ გადაწყდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ანსუ ინგლისურ "ბრაიტონში" ირჯებოდა. "თოლიებს" იგი 4 გოლით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი