მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა, ჟურნალისტებთან ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა.
"ლამინ იამალი? ის განსაკუთრებულია. ძალიან მიკვირს, რომ 16 წლის ასაკში ამ დონეზე თამაშობს. ის ამსხვრევს სტერეოტიპებს და გვაჩვენებს, რომ ამ დღეებში ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს, ზუსტად ისე, როგორც ეს ჯამალ მუსიალას შემთხვევაში ვიხილეთ."
"რა თქმა უნდა, თქვენ ასევე მოთამაშეები პიროვნულად გაინტერესებთ... ჰკითხეთ მათ, აქვთ თუ არა მას მართვის მოწმობა, ატარებენ თუ არა მათ მშობლები ან სარგებლობენ თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მსგავსი ტალანტები ფეხბურთს ალამაზებენ." განაცხადა მანუელ ნოიერმა.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი ამ მომენტში ესპანეთის ღირსებას ევრო 2024-ზე იცავს, სადაც მათი მეტოქე მეოთხედფინალში სწორედ გერმანიის ნაკრები იქნება. ორი სუპერტალანტის, მუსიალასა და იამალის დაპირისპირება 5 ივლისს შედგება.