როგორც მოგეხსენებათ, ბილბაოს "ატლეტიკის" 21 წლის ვარსკვლავი, ნიკო უილიამსი "ბარსელონას" ერთ-ერთ უმთავრეს სატრანსფერო სამიზნედ მიიჩნევა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს Cadena Ser-ის ჟურნალისტი სანტი ოვალეც, რომელიც ჩამოთვლის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 3 ვარსკვლავს, რომლებიც შეიძლება სწორედ ნიკოს ტრანსფერის დასაფინანსებლად გაიყიდონ.
ჩამონათვალი შემდეგნაირია:
რაფინია
ფრენკი დე იონგი
რონალდ არაუხო
რაფინიას საუდის არაბულ კლუბებს უკავშირებენ, არაუხო "მანჩესტერ იუნაიტედის", "ჩელსისა" და "ბაიერნის" სამიზნეა, დე იონგის მსურველებზე კი ინფორმაცია ჯერ არ გაჟღერებულა.
ოვალე ასევე წერს, რომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობაში არსებული შეხედულების თანახმად, ნიკოსა და ერთი საყრდენი ნახევარმცველის დამატება, ჟოაუ ფელიქსისა და ჟოაუ კანსელუს შენარჩუნებასთან ერთად, საკმარისი იქნება, რათა გუნდმა მომდევნო სეზონში ყველა ტიტულისთვის იბრძოლოს.