Football365.com-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" "ნიუკასლ იუნაიტედს" ბარტერის განხორციელების წინადადებით მიმართა.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" მზადაა, რომ "ჯორდების" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაეშის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო (55 მილიონი ფუნტი) და ფერან ტორესი გაიღონ.
"ნიუკასლი" რომ "ბარსას" ესპანელი თავდამსხმელით დაინტერესებულია, ახალი ამბავი არ გახლავთ. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ცნობებით, "კაჭკაჭები" 24 წლის შემტევში 15 მილიონ ევროს ჩამოვიდნენ, რაც უარით იქნა გასტუმრებული.
დიდი ალბათობით, უარითვე გაისტუმრებენ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წინადადებასაც, რადგან ბრუნოს "სენტ მერიზე" 100 მილიონ ევროზე დიდ თანხად აფასებენ.
26 წლის ბრუნოს "ნიუკასლ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში ჩატარებულ 50 მატჩში გიმარაეშმა 7 გოლი და 10 ასისტი მიითვალა.