4 თვის და 4 კვირის წინ
ცუდი ამბები - დე იონგმა შეიძლება პრესეზონი გამოტოვოს
ცუდი ამბები - დე იონგმა შეიძლება პრესეზონი გამოტოვოს

ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" პრესეზონის გამოტოვების საფრთხის ქვეშ დგას, - იუწყება ARA Esports.

წყაროს თანახმად, ნიდერლანდელი ნახევარმცველი კოჭზე სერიოზულ დისკომფორტს ისევ გრძნობს. ამ პრობლემის მკურნალობა და მისი ქრონიკულად გარდასახვის თავიდან არიდება რთულ ამოცანად ფასდება.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ვარსკვლავმა კოჭი მადრიდის "რეალთან" 21 აპრილს წაგებულ (2:3) მატჩში დაიზიანა.

ამ ტრავმამ ფრენკის ევრო 2024-იც გამოატოვებინა, სადაც მისი ნიდერლანდების ნაკრები მეოთხედფინალშია გასული და იქ თურქეთის ეროვნულ გუნდს ეთამაშება.

რაც შეეხება პრესეზონს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ის წევრები, რომლებიც სანაკრებო ტურნირებზე არ ასპარეზობენ, ახალი სეზონისთვის მზადებას 10 ივლისს შეუდგებიან.


Facebook კომენტარები