ევრო 2024-ის მეოთხედფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნული გუნდი დამატებით დროში დაამარცხა, ანგარიშით 2:1 და ნახევარფინალში გავიდა.
შეხვედრა უიღბლო გამოდგა "ბარსელონას" ნახევარმცველის, პედრი გონსალესისთვის, რომელსაც ტონი კროოსმა ტრავმა მიაყენა. 21 წლის ნახევარმცველს მოედნიდან გასვლა მე-6 წუთზე მოუხდა, იგი კი დანი ოლმომ ჩაანაცვლა.
ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გონსალესს მარცხენა ფეხის მუხლი აქვს დაზიანებული.
თითქმის ყველა წყაროს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატი პედრისთვის დასრულებულია.
ჟერარ რომერო უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ "ბარსას" რვიანის ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი 1 კვირიდან 1 თვემდე პერიოდს გამოტოვებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ესპანელები 9 ივლისს ითამაშებენ. მათი მეტოქე პორტუგალიის ან საფრანგეთის ნაკრები იქნება.