"ყოველთვის შენთან, ძმაო." - გავიმ ინსტაგრამზე პორტუგალია-საფრანგეთის მატჩის შემდეგ ჟოაო ფელიქსი მონიშნა.
დაძაბული მატჩის ბედი ნაკრებებს შორის პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც, სწორედ ფელიქსის ვერგატანილი პენალტით მოიპოვეს "მამლებმა" გამარჯვება და ნახევარფინალური ეტაპის საგზური, სადაც მათი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.
"ბარსას" უკვე ყოფილი მოთამაშე ერთადერთი იყო, ვინც თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, ჟოაოს დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფელიქსი ამ ზაფხულს "ბენფიკაში" დაბრუნებასთან ახლოსაა. ახლა უკვე ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბარსელონა" მის კიდევ ერთხელ იჯარის წესით დამატებას ეცდება, მიუხედავად მისი დარჩენის სურვილისა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" მაისურით 44 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.