ევროპის ჩემპიონატი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. გუშინ უკანასკნელი ნახევარფინალისტიც გავარკვიეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ევრო 2024-ის ფინიშამდე სულ 3 მატჩიღა გვაშორებს.
ტურნირზე "ბარსელონელები" თავიდანვე მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა ყველა მათგანისთვის იგი წარმატებულად ნამდვილად ვერ შეფასდება. ამაზე უფრო ნათელ წარმოდგენას Marca გვიქმნის, რომელმაც "ბლაუგრანას" ფეხბურთელთა მიერ მიმდინარე ევროზე ნაჩვენები თამაში 10-ბალიანი სისტემით შეაფასა:
ლამინ იამალი - 8
ჟულ კუნდე - 7.5
ფერან ტორესი - 6
ჟოაუ კანსელუ - 5.5
ილქაი გიუნდოგანი - 5
ჟოაუ ფელიქსი - 3
პედრი, ფერმინ ლოპესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი - შეფასების გარეშე
საინტერესოა, რომ ჩამონათვალში ვერ ვხედავთ ანდრეას კრისტენსენსა და რობერტ ლევანდოვსკის. დანიელ მცველს საკმაოდ სოლიდური ტურნირი ჰქონდა და ნაკრებთან ერთად პლეი ოფსაც უწია, რასაც ვერ ვიტყვით ლევანდოვსკიზე, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებს პენალტი კი გაუტანა, მაგრამ პოლონელებმა გამოსვლა ჯგუფშივე დაასრულეს.