4 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსა" და "ჟირონა" 3 ტრანსფერს განიხილავენ
"ბარსა" და "ჟირონა" 3 ტრანსფერს განიხილავენ
ავტორი
Aa

AS-ის ცნობით, "ბარსელონა" და "ჟირონა" მზად არიან ვრცელი მოლაპარაკებები დაიწყონ სამი მოთამაშის თაობაზე.

"ბლაუგრანას" სურს, რომ ლა ლიგის მეზობელ კლუბთან საუბარი ახალგაზრდა თავდამსხმელის, პაუ ვიქტორის ხელახალი გაფორმების შესაძლებლობაზე წამოიწყოს.

ესპანელი "ჟირონაში" მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 2023/24 წლების სეზონი "ბარსაში" იჯარით გაატარა. "ბლაუგრანას" მისი 3 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შანსი ჰქონდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ეს მწტწილად განაპირობა იმან, რომ მარკ გიუს "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ, კლუბს თავდამსხმელის პოზიციის შევსება სჭირდება.

იმავდროულად, "ჟირონა" თავად არის დაინტერესებული მომავალი სეზონისთვის კატალონიელებიდან ორი მოთამაშე შეიძინოს.

მათი ინტერესის სფერო მცველი ერიკ გარსიას იჯარით დაბრუნებაა, მაგრამ ჰანსი ფლიკი ცენტრალური მცველის გამოყენებას აპირებს, შესაბამისად, ეს გარიგება შესაძლოა არ შედგეს. 

"ჟირონას" მთავარმა მწვრთნელმა, ასევე გამოთქვა ინტერესი ორიოლ რომეუს შეძენის თაობაზე. "ბარსას" შეუძლია მისი გაყიდვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაცვითმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

როგორც ჩანს, "ბარსელონა"  ლა ლიგის მეზობლებთან არაერთი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. კლუბში იმედოვნებენ, რომ საქმეს 2024/25 ლა ლიგის სეზონის დაწყებამდე დაასრულებენ.


Facebook კომენტარები