1 წლის და 5 თვის წინ
შანსი გაჩნდა - ვინ შეიძლება დაინიშნოს ფლიკის ასისტენტად
შანსი გაჩნდა - ვინ შეიძლება დაინიშნოს ფლიკის ასისტენტად

ფაბრიციო რომანომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, რომელიც ბოლოს მერსესაიდულ "ლივერპულში" ასპარეზობდა, კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, 33 წლის ესპანელი ფეხბურთში დარჩენას აპირებს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში იგი საკუთარი მომავლის დაგეგმვით გახლდათ დაკავებული.

იმას, თუ რას გეგმავს ტიაგო, რომანო ჯერ არ ამხელს, თუმცა გარკვეული ვარიანტების განხილვა მაინც შეგვიძლია.

მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომ ალკანტარა "ბლაუგრანაში", ჰანსი ფლიკის ასისტენტად ვიხილოთ. Diario AS-ის მიხედვით, ამ შეთავაზებით ტიაგოს მაისში მიმართეს.

გარდა იმისა, რომ ტიაგო "ბარსელონური" დნმ-ის მატარებელია, ალკანტარას კანდიდატურას კიდევ უფრო მომხიბლავს მისი ორენოვნება ხდის. გამოცდილი შუახაზელი ესპანურ და გერმანულ ენებს ფლობს, რითაც ფლიკს შემადგენლობის წევრებთან კომუნიკაციის უკეთ დამყარებაში დაეხმარება.

"ბარსას" პირველ გუნდში ესპანელს ზუსტად 100 მატჩი აქვს ჩატარებული. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში იგი 11 გოლითა და 20 ასისტით გამოირჩა.


Facebook კომენტარები