1 წლის და 5 თვის წინ
უეფა "ბარსელონას" კომპენსაციას გადაუხდის
უეფა "ბარსელონას" კომპენსაციას გადაუხდის

2 აგვისტოს შემდეგ უეფა "ბარსელონას" ყოველდღე 20 500 ევროს გადაუხდის, პედრი გონსალესის ტრავმის კომპენსაციის სახით.

ამის მიზეზი ის წესია, რომელიც უეფას ავალდებულებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშე მის ორგანიზებულ სანაკრებო ტურნირზე დაზიანდება, კლუბს ზიანი შესაბამისი თანხით აუნაზღაუროს.

როგორც გითხარით, ფეხბურთელის მიერ ლაზარეთში გატარებული თითოეული დღე კლუბის ბიუჯეტს 20 500 ევროთი ავსებს. კომპენსაციის მაქსიმალური თანხა შეიძლება 7.5 მილიონი ევრო იყოს. ცხადია, ეს გრძელვადიანი ტრავმების შემთხვევაში ხდება. 

ამ თანხით კლუბებს ეძლევათ საშუალება, რომ სამკურნალო ხარჯები და ფეხბურთელის კუთვნილი ხელფასი ისე გადაიხადონ, რომ სერიოზულ წაგებაში არ აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ პედრიმ მუხლი გერმანიასთან გამართული მეოთხედფინალური მატჩის მე-5 წუთზე, ტონი კროოსის უხეშობის გამო იტკინა. მისთვის ევრო 2024 დასრულებულია. დიდი ალბათობით, 21 წლის ნახევარმცველი წინასასეზონო შეკრებასა და ახალი სეზონის პირველ შეხვედრებსაც დააკლდება.

გონსალესს კარიერაში უკვე 83 მატჩი აქვს გამოტოვებული.



Facebook კომენტარები