4 თვის და 2 კვირის წინ
შეუძლია თუ არა "ბარსას" ნიკოს ყიდვა - ლაპორტას პასუხი
შეუძლია თუ არა "ბარსას" ნიკოს ყიდვა - ლაპორტას პასუხი

"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას კლუბის მთავარ სატრანსფერო სამიზნეზე, ნიკო უილიამსზე ჰკითხეს. როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველ პირს მიაჩნია, რომ ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რეალურია.

"ნიკო უილიამსი მომწონს, მაგრამ მოდი, დეკუსა და ფლიკს მუშაობა ვაცადოთ.

აქვს თუ არა "ბარსას" იმის ფინანსური რესურსი, რომ ნიკო უილიამსის მსგავსი ფეხბურთელი მოიყვანოს? დღევანდელი მოცემულობით, კი.

ჩვენ იმ ოპერაციებზე ვმუშაობთ, რომელთა განხორციელებასაც ფლიკი გვთხოვს.

დღეს ნიკოს ტრანსფერის გაჩარხვა შეგვიძლია," - უთხრა ლაპორტამ Catalunya Radio-ს.

შეგახსენებთ, რომ ბილბაოს "ატლეტიკის" 21 წლის ვარსკვლავის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა. 

ნიკო ბრწყინვალედ გამოიყურება მიმდინარე ევრო 2024-ზეც. ის და მისი თანამემამულეები ხვალ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.


Facebook კომენტარები