3 თვის და 2 კვირის წინ
ფერანი: "ვნახოთ, მბაპეს გავასწრებ თუ არა"
ფერანი: "ვნახოთ, მბაპეს გავასწრებ თუ არა"

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ევრო 2024-ის პირველი ნახევარფინალური მატჩი შედგება, სადაც ერთმანეთს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ხვალ შეიძლება მინდორზე ვიხილოთ ევროპის ჩემპიონატის ორი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელიც. საუბარია კილიან მბაპესა და ფერან ტორესზე, რომლებმაც მიმდინარე ტურნირზე აჩქარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირეს. კილიანის შემთხვევაში ეს 36.5 კმ/სთ გახლავთ, ხოლო "ბარსელონას" თავდამსხმელის - 36 კმ/სთ.

ამაზე "ბლაუგრანას" შვიდიანს დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუშიც ჰკითხეს.

"ვნახოთ, მექნება თუ არა მბაპესთან სპრინტი და გავასწრებ თუ არა მას ნახევარფინალში.

მბაპე ძალიან კარგი ფეხბურთელია. იგი მსოფლიო დონის მოთამაშეა. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იგი მაინც ერთ-ერთია იმათგან, ვინც უნდა გავანეიტრალოთ, რადგან განსხვავების შექმნა შეუძლია.

დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებთ და მეტოქეს საქმეს გავურთულებთ," - თქვა ტორესმა.

შეგახსენებთ, რომ "ფურია როხასა" და "მამლების" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები