3 თვის და 2 კვირის წინ
შეიძლება ტიაგო "ბარსაში" ვიხილოთ
შეიძლება ტიაგო "ბარსაში" ვიხილოთ
ავტორი
Aa

33 წლის ასაკში, ტიაგო ალკანტარამ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ცნობები ოფიციალურად დაადასტურა. 

ტრავმებით დატვირთული სეზონის შემდეგ, რომელშიც მან მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა, ესპანელმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. მას "ლივერპულთან" კონტრაქტის ვადა გასულ თვეში ამოეწურა.

Jijantes-მა განაცხადა, რომ ტიაგო აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბში მოხვედრის თაობაზე, რომელსაც ჰანსი ფლიკი ხელმძღვანელობს. 

"ბარსას" ყოფილ ფეხბურთელს, რომელმაც "ლა მასიას" აკადემია დაამთავრა და კატალონიურ კლუბში 101 მატჩიც ჩაატარა, ფლიკთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს, როდესაც სპეციალისტი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იყო.  

სოციალურ ქსელში, ფეხბურთთან გამოსამშვიდობებელ ტექსტში მან თქვა: "ყოველთვის მზად ვიქნები დავაბრუნო ის, რაც მივიღე და მადლობელი ვარ იმ დროისთვის, რომლითაც ვისიამოვნე. მადლობა ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში თან მახლდა და დამეხმარა, გავმხდარიყავი უკეთესი ფეხბურთელი და ადამიანი."


Facebook კომენტარები