3 თვის და 2 კვირის წინ
როგორი იქნება "ბარსას" სასტარტო XI ნიკოსთან ერთად (ფოტო)
როგორი იქნება "ბარსას" სასტარტო XI ნიკოსთან ერთად (ფოტო)

Catalunya Radio-სთან ჩაწერილ ინტერვიუში ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ "ბარსელონას" ბილბაოს "ატლეტიკის" 21 წლის ვარსკვლავის, ნიკო უილიამსის ტრანსფერის განხორციელება შეუძლია.

ამასთან დაკავშირებით, Tribuna.com-მა გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის შემოეთავაზებინა "ბლაუგრანას" სავარაუდო თერთმეტეული ნიკოსთან ერთად. ვებსაიტი კიდევ უფრო შორს წავიდა და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველი, მიკელ მერინოც ჩარიცხა, რამეთუ კლუბს მასაც უკავშირებენ.

თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

დაცვა: ალეხანდრო ბალდე, პაუ კუბარსი, რონალდ არაუხო, ჟულ კუნდე

ნახევარდაცვა: ფრენკი დე იონგი, მიკელ მერინო, ილქაი გიუნდოგანი

თავდასხმა: ნიკო უილიამსი, რობერტ ლევანდოვსკი, ლამინ იამალი

შეგახსენებთ, რომ ნიკოს გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა, მერინოს კი "რეალ სოსიედადი" 25-30 მილიონ ევროდ აფასებს.


Facebook კომენტარები