ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ევროტურნირების დასრულებამდე არ გახურდება, თუმცა "ბარსელონას" ახალ-ახალ ფეხბურთელებს მაინც თითქმის ყოველდღიურად უკავშირებენ, რაც გულშემატკივრებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს.
Mundo Deportivo-მ ამ ცნობების გადამოწმება გადაწყვიტა. როგორც ირკვევა, კატალონიურ გამოცემასთან საუბარში "ბლაუგრანას" წარმომადგენლებმა შემდეგი 9 ინფორმაცია უარყვეს:
ჯერემი ფრიმპონგის პრიორიტეტულობა ჰანსი ფლიკისთვის
"ნიუკასლ იუნაიტედის" შეთავაზება ფერან ტორესზე
"ლევერკუზენის" შეთავაზება ანსუ ფატიზე
"ბარსელონას" შეთავაზება ნიკო უილიამსზე
ტანგი ნდომბელესა და ადრიენ რაბიოს "ბარსელონასთვის" შეთავაზება
"მანჩესტერ იუნაიტედის" დაინტერესება ფერმინ ლოპესით
"არსენალის" შეთავაზება ჟულ კუნდეზე
"ბარსელონას" დაინტერესება ხულიან ალვარესით
"ბარსელონას" დაინტერესება ჯეიმი ბაინო-გიტენსით
მაშასადამე, იმ ხმების უმეტესობა, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში გვესმოდა, სიმართლისგან საკმაოდ შორს ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოფიციალური პოზიცია ასეთია.