1 წლის და 7 თვის წინ
რა როლში ხედავს ფლიკი ფელიქსს - ჰანსის პოზიცია
ავტორი
Aa
ჟოაუ ფელიქსის "ბარსელონაში" დარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, - იუწყება ესპანელი ჟურნალისტი, ხოსე ალვარესი.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი პორტუგალიელი თავდამსხმელის შენარჩუნების წინააღმდეგი არ გახლავთ. პირიქით, ჰანსიმ ისიც იცის, თუ რა როლი უნდა დააკისროს ჟოაუს.
როგორც ირკვევა, 59 წლის სპეციალისტი ფელიქსს ათიანის პოზიციაზე, ცენტრფორვარდის უკან ხედავს.
"ბარსას" ჟოაუს იჯარის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება უნდა, მადრიდის "ატლეტიკო" კი შემტევის გაყიდვას ცდილობს. აქტიურობენ არაბული კლუბები. გარდა ამისა, დაიწერა ლისაბონის "ბენფიკას" ინტერესზეც.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფელიქსი "ბლაუგრანას" 10 გოლითა და 6 ასისტით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი