4 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსელონა" ნიკო უილიამსს კონტრაქტზე შეუთანხმდა
"ბარსელონა" ნიკო უილიამსს კონტრაქტზე შეუთანხმდა

"ბარსელონა" და ნიკო უილიამსი კონტრაქტზე შეთანხმდნენ, - იუწყება SPORT.

წყაროს თანახმად, 21 წლის ვარსკვლავი ახლა "ბლაუგრანას" ელოდება, რათა კატალონიელები ბილბაოს "ატლეტიკთან" მორიგდნენ ან ნიკოს გამოსასყიდი თანხა, 58 მილიონი ევრო გადაიხადონ.

საგულისმოა ისიც, რომ უილიამსის მოლოდინი სამუდამო არ იქნება.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი აგვისტოს პირველი დღეებისთვის არ დაიხურება, იგი შეიძლება საერთოდ ჩაიშალოს.

ჟურნალისტ დავიდ ბერნაბეუ რევერტერის თქმით, მას არ აქვს წვდომა კონტრაქტთან და არც მისი ხანგრძლივობა იცის და არც ესპანელი შემტევის ანაზღაურების ოდენობა, მაგრამ ის, რომ ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია, ფაქტი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ნიკომ ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის ფინალს უწია. ფინალურ მატჩს "ფურია როხა" 14 ივლისს ჩაატარებს, სადაც ინგლისსა და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.


Facebook კომენტარები