"ბარსელონა" და ტიაგო ალკანტარა განიხილავენ, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ესპანელი ჰანსი ფლიკს დროებით დაეხმაროს, - იუწყება Mundo Deportivo.
დღეს დილით აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" სპორტულ ცენტრში იმყოფებოდა. სწორედ იქ შედგა გასაუბრებაც.
Carrusel-ს თუ დავუჯერებთ, 33 წლის ესპანელი "ბარსას" ახალი მთავარ მწვრთნელსა და მის შტაბს რამდენიმე დღის/კვირის განმავლობაში დაეხმარება, რათა ფეხბურთელებამდე ფლიკის ხედვები მიიტანოს და მათ საკუთარი აზრიც გაუზიაროს.
როგორც ჩანს, ალკანტარა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამწვრთნელო შტაბის მუდმივი წევრი არ იქნება. მან ასეთი გადაწყვეტილების მიღება კარიერის დასრულებიდან რამდენიმე დღეში არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო ბოლოს "ლივერპულში" ასპარეზობდა. პირველ ივლისს მას "წითლებთან" კონტრაქტი ამოეწურა, მალევე კი ბუცები ლურსმანზე დაკიდა.