Diario Sport-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" ჟოაო კანსელუს სატრანსფერო ფასი 35 მილიონიდან 20 მილიონ ევრომდე შეამცირა.
ეს ცხადყოფს, რომ "ქალაქელები" აქტიურად აგრძელებენ პორტუგალიელი მცველის ახალი სეზონის დაწყებამდე გაყიდვას, ვინაიდან ეს უკანასკნელი კლუბის გეგმებში უკვე დიდი ხანია აღარ შედის.
ცნობილია, რომ "ბარსელონა" კანსელუს მხოლოდ იჯარის წესით გაფორმებითაა დაინტერესებული, სავალდებულო შესყიდვის პუნქტის გარეშე, რაც "მანჩესტერ სიტის" არ სურს.
ფაქტია, "ბარსა" აღარ არის ისეთი აქტიური კანსელუს გამოსყიდვის საკითხში, როგორც გასულ ზაფხულს, ეს უპირველესად კლუბის რთული ფინანსური მდგომარეობითაა განპირობებული. სწორედ ამიტომ, პორტუგალიელს სხვა ვარიანტების მოძიება მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ყურადღებით აკვირდება მცველის სიტუაციას და შესაძლოა ზაფხულში სატრანსფერო საუბრებში ჩაერთოს, თუ, რა თქმა უნდა, "ბარსა" მის გამოსყიდვას საბოლოოდ უარყოფს.