1 წლის და 9 თვის წინ
ცნობილია: ვის შეხვდება "ბარსელონა" გამპერის თასზე
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ყოველი სეზონის დაწყების წინ "ბარსელონა" თავისი დამაარსებლის, ჟოან გამპერის სახელობის თასის მატჩის ატარებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, უკვე შერჩეულია ის მეტოქე, რომელსაც კატალონიელები გამპერის თასის 2024 წლის გათამაშებაში დაუპირისპირდებიან. ეს გუნდი "მონაკო" იქნება.
მხარეთა შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია და მას კლუბები სულ მალე გამოაცხადებენ.
გამპერის თასის 59-ე მატჩი 12 აგვისტოს გაიმართება. გასულ წელს "ბლაუგრანამ" ლონდონის "ტოტენჰემს" 4:2 მოუგო.
აქვე გეტყვით, რომ დიდი შანსია, "ბარსასა" და "მონაკოს" შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმაც ითამაშოს. საუბარია გიორგი მიქაუტაძეზე, რომელსაც მონეგასკებს აქტიურად უკავშირებენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი