4 თვის და 2 კვირის წინ
აქამდე ეს არავის გაუკეთებია - რა დანერგა ფლიკმა "ბარსელონაში"
აქამდე ეს არავის გაუკეთებია - რა დანერგა ფლიკმა "ბარსელონაში"

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა ახალი სეზონისთვის მზადება დღეს დაიწყეს, იქამდე კი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ, სადაც თითოეული ფეხბურთელის მზადყოფნა შემოწმდა.

Diario AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელს თუ დავუჯერებთ, პროცედურაში "ბლაუგრანას" ახალმა თავკაცმა, ჰანსი ფლიკმა ახალი დეტალი შემოიტანა. როგორც ირკვევა, ფლიკმა ექიმებს ფეხბურთელებისთვის კბილების შემოწმება დაავალა.

"ბარსაში" ეს აქამდე არასდროს მომხდარა, მაგრამ გერმანელი სპეციალისტი თანამედროვე კვლევებს მუდმივად ეცნობა და პირის ღრუს მოწესრიგებულობის ფასიც ძალიან კარგად იცის.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ კბილების ცუდი განლაგება ტრავმების რისკს ზრდის. კერძოდ, ფეხბურთელები საკვებს კარგად ვერ ღეჭავენ, ეს კი საკვების მონელებაზე ახდენს გავლენას, ხოლო კუნთებს საჭირო ნივთიერებები ჯეროვნად ვერ მიეწოდება.

ის მოლოდინი, რომლის მიხედვითაც, 59 წლის სპეციალისტი მოთამაშეთა ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე იქნებოდა ორიენტირებული, ჯერჯერობით სრულად მართლდება, რაც მხოლოდ მისასალმებელია.


Facebook კომენტარები