"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების სუპერტალანტმა, ლამინ იამალმა RAC1-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ლამინის ერთ-ერთი პასუხიდან ვიგებთ, რომ ევრო 2024-ის ნახევარფინალურ მატჩში გოლის გატანა მას "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა უწინასწარმეტყველა.
"ჰანსი ფლიკს Whatsapp-ის საშუალებით ხშირად ვესაუბრები. საფრანგეთთან თამაშამდე მან მითხრა, რომ გავიტანდი და სწორედ ეს მოხდა.
მატჩის მერე ისევ ვილაპარაკეთ. შეიძლება ეს მხოლოდ მიმოწერაა, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ფლიკთან კარგი ურთიერთობა მაქვს," - თქვა იამალმა.
"ფურია როხას" 19-მა ნომერმა საფრანგეთის ნაკრების კარი შორეული გასროლით აიღო, რითაც ანგარიში გაათანაბრა, დანი ოლმოს გოლმა კი ესპანელები ფინალში გაიყვანა.
14 ივლისს ესპანეთის ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს შეხვდება და ევროპის ჩემპიონატის თასის ისტორიაში მეოთხედ დაუფლებას ეცდება.