4 თვის და 2 კვირის წინ
რობერტ ლევანდოვსკის თაღლითობაში ადანაშაულებენ
რობერტ ლევანდოვსკის თაღლითობაში ადანაშაულებენ

სოციოლოგი ბარბარა მროზინსკა "ბარსელონას" ცენტრფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის თაღლითობაში ადანაშაულებს. დოქტორი, რომელიც რობერტის ყოფილი პედადოგი გახლავთ, ამტკიცებს, რომ პოლონელმა ლოძის კერძო უნივერსიტეტში პედადოგიურ ფაკულტეტზე ორი დიპლომი იყიდა.

ბარბარას თქმით, ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ ლევანდოვსკიმ გამოცდები ჩააბარა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

ამ საკითხზე გამოძიება უკვე 5 წელია მიმდინარეობს. "ბლაუგრანას" ცხრიანის იურისტთა გუნდის პოზიციის მიხედვით, ფეხბურთელს დასამალი არაფერი აქვს.

Onet-ს თუ დავუჯერებთ, რობერტს უმაღლესი განათლების მიღება მეუღლემ, ანა ლევანდოვსკამ აიძულა, რათა მომავალში თავდამსხმელს საფეხბურთო სკოლაში მუშაობის უფლება ჰქონდეს. ლევანდოვსკიმაც უნივერსიტეტში ნაცნობები მოიძია და დიპლომები ამ გზით მიიღო.

როგორც იირკვევა, რობერტს ამაზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია, რადგან სიმართლის გამხელას უფრთხოდა.

სხვათა შორის, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავდამსხმელს ორი კოლეჯის დიპლომიც აქვს, რომლებიც სრულიად ლეგალურად, 2017 და 2020 წლებში აიღო.


Facebook კომენტარები