logo

ზუსტად 9 წლის წინ - "ბარსელონა" 3:1 "მანჩესტერ იუნაიტედი" [ვიდეო]

დღეს ზუსტად 11 წელი გავიდა ჩემპიონთა ლიგის 2011 წლის ფინალური მატჩიდან, რომელშიც "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დამაარცხა, ანგარიშით 3:1.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მხრიდან თავი პედრო როდრიგესმა (27'), ლეო მესიმ (54') და დავიდ ვილიამ (69') გამოიჩინეს, "ემიუს" ერთადერთი გოლი კი უეინ რუნიმ, შეხვედრის 34-ე წუთზე შეაგდო.

"ბლაუგრანამ" ამ გამარჯვებით ისტორიაში მეოთხედ მოიგო ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი და ის სეზონი ოქროს დუბლით - ლა ლიგა + ჩემპიონთა ლიგით დახურა.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში სხვაობას გამანადგურებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, ეს თამაში მიიჩნევა მაგალითად იმისა, თუ როგორ უნდა დაჩაგროს გუნდმა თავისი მეტოქე.

"უემბლიზე" გამართული ფინალი მიიჩნევა პეპ გვარდიოლას კატალონიური კარიერის გვირგვინად და მატჩად, რომელიც სამუდამოდ ემახსოვრებათ.

დაჯილდოების ცერემონიაზე კი მოხდა ის, რამაც ეს ყველაფერი კიდევ უფრო ჯადოსნური გახადა - თასი არა "ბარსას" კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, არამედ სიმსივნეზე ბრძოლაში გამარჯვებულმა ერიკ აბიდალმა აღმართა.



1 თვის წინ
293 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ