4 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსელონაში" ფატისთვის 10-იანის ჩამორთმევა უნდათ
"ბარსელონაში" ფატისთვის 10-იანის ჩამორთმევა უნდათ

"ბარსელონაში" უნდათ, რომ 10-ნომრიანი მაისური ანსუ ფატის ჩამოართვან და ლამინ იამალს გადასცენ, - იუწყება Diario AS.

გასულ სეზონში "ბლაუგრანას" ათიანი არ ჰყავდა, რადგან ანსუ "ბრაიტონში" იყო განათხოვრებული. ბოლო 30 წელიწადში კლუბში მსგავსი რამ პირველად მოხდა.

ესპანელი თავდამსხმელი ახლა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" დაუბრუნდა და ჰანსი ფლიკის ნდობის მოპოვებას აპირებს. ანსუ პრესეზონზე მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა გერმანელ სპეციალისტს თავი მოაწონოს.

"ბარსაში" ანერვიულებთ ის მარკეტინგული შედეგები, რასაც ათიანის ფატისთვის დატოვება მოიტანს. მათი აზრით, 21 წლის შემტევი "ბარსას" ათნომრიანი მაისურის მფლობელისთვის შესაფერის თანხას ვერ გამოიმუშავებს.

რაც შეეხება იამალს, 17 წლის სუპერტალანტი ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია. ლამინი ბრწყინვალედ გამოიყურება ევრო 2024-ზე და თუ ფინალში ესპანელები ინგლისელებს მოუგებენ, ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიღების კარგი შანსიც აქვს.




Facebook კომენტარები