"ბარსელონას" ბრაზილიელ თავდამსხმელს, ვიტორ როკეს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იტალიაში ამბობენ, რომ რომის "ლაციო" "ბლაუგრანას" ოფიციალური წინადადებით მიმართვას უპირებს.
"ლაციალეს" 19 წლის ცენტრფორვარდის იჯარის წესით დამატება სურს. გარდა ამისა, "არწივები" კლუბს ვიტორის 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლების გადაცემასაც სთხოვენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პასუხი ექნებათ ამაზე კატალონიელებს.
თუმცა ვიცით ის, რომ ჰანსი ფლიკს ვიტორის თამაშზე პრესეზონზე დაკვირვება სურს. გერმანელი სპეციალისტი როკეს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალებას მისცემს, მის მომავალს კი სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი "ბარსას" იანვარში შეუერთდა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში მან 2 გოლი შეაგდო.