"ბარსელონას" ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. რამდენიმე დღეა, რაც "სიუტატ ესპორტივაზე" ინტენსიური სავარჯიშო სესიები მიმდინარეობს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ახალი თავკაცი, ჰანსი ფლიკი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ორმა მოთამაშემ გააოცა.
საუბარია ანსუ ფატიზე და მიკაილ ფაიე. ანსუ შესანიშნავად რეაგირებს იმ გაწერილ გეგმაზე, რომელმაც იგი საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში უნდა დააბრუნოს.
რაც შეეხება სენეგალელ მცველს, კლუბი მის გაყიდვასთან ძალიან ახლოს გახლდათ, მაგრამ ფლიკმა ფაიეზე დაკვირვება მოინდომა.
ადრე გავრცელებული ცნობების მიხედვით, გერმანელი სპეციალისტი აღფრთოვანებულია პაბლო გავითაც, რომელიც ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, თუმცა თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას ინდივიდუალურ ვარჯიშებზეც ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელთა ძირითადი ნაწილი გუნდს სანაკრებო ტურნირების დასრულებიდან ორიოდ კვირაში შეუერთდება.