"ბარსელონაში" რონალდ არაუხოს სიტუაციას პესიმისტურად უყურებენ, - იუწყება ჟურნალისტი შაი ლუგასი.
წყაროს თანახმად, კლუბში უკვე არიან ადამიანები, რომლებსაც ურუგვაელი მცველის წასვლა თავისუფლად წარმოუდგენიათ. "ლურჯ-ბროწეულისფერთ" საკმაოდ სარფიანი შეთავაზებები აქვთ მიღებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობაში 25 წლის უკანახაზელზე ბევრია გაბრაზებული.
ამის მიზეზი რონალდის გადაწყვეტილებაა. მას მერე, რაც არაუხომ ბრაზილიასთან მატჩში ტრავმა მიიღო, კლუბმა მას ბარსელონაში დაბრუნება და გამოკვლევების დროულად ჩატარება სთხოვა, თუმცა ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის დასრულებამდე დარჩა.
ცხადია, კონტრაქტის გაუხანგრძლივებლობით ისედაც დაძაბული სიტუაცია ურუგვაელის ამ ქმედებამ კიდევ უფრო დაძაბა.
შეგახსენებთ, რომ რონალდს აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მიუნხენის "ბაიერნს".