1 წლის და 8 თვის წინ
ჩავიმ სეზონის მთავარი აღმოჩენა დაასახელა
ჩავიმ სეზონის მთავარი აღმოჩენა დაასახელა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ლა ლიგის 25-ე ტურში ბილბაოს "ატლეტიკი" დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი "ბარსამ" პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანა. შედეგიანი დარტყმა რაფინიას ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა ჩავი ერნანდესმა საინტერესო განცხადებები გააკეთა.

"მამწუხრებს ის მტრული ატმოსფერო, რომელიც "სან მამესზე" დაგხვდა. აქ მე და "ბარსელონას" ყოველთვის კარგად გვექცეოდნენ.

უფრო მეტი მოთმინება და სიმშვიდე გვჭირდება. ყველა მატჩში ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით.

ვიდეორეფერი სწორედ ისეთი ეპიზოდებისთვის გვაქვს, როგორიც ინიაკის გოლი იყო.

ხალხს ნეგრეირას საქმეზე დასკვნები ნაადრევად გამოაქვს და ეს მამწუხრებს. სხვას ვერაფერს გეტყვით.

ალეხანდრო ბალდეს პოტენციალი არანორმალურია. მას "ბარსაში" ძალიან გრძელი კარიერის აშენება შეუძლია. იგი სეზონის ყველაზე დიდი სიურპრიზი და აღმოჩენაა. ალეხანდრო მაღალ დონეზეა და უფრო და უფრო გამოცდილი ხდება," - თქვა ჩავიმ.

"ბარსელონა" ლა ლიგას კვლავ 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. 19 მარტს კატალონიელები შინ მადრიდის "რეალს" მიიღებენ.


Facebook კომენტარები