1 წლის და 9 თვის წინ
ლამინ იამალი ევრო 2024-ის საუკეთესო ახალგაზრდად დასახელდა
ავტორი
Aa
ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის ჩემპიონია! ფინალურ მატჩში "ფურია როხამ" ინგლისის ეროვნულ გუნდს 2:1 მოუგო.
შეხვედრის სამივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა. თავი ჯერ ნიკო უილიამსმა გამოიჩინა, ანგარიში კი შეცვლაზე შემოსულმა კოულ პალმერმა გაათანაბრა. თითქოს ყველაფერი დამატებითი ტაიმებისკენ მიდიოდა, როცა 86-ე წუთზე მარკ კუკურელიას ჩაწოდებას ფეხი შედეგიანად მიკელ ოიარსაბალმა დაუხვედრა.
"ფურია როხასთვის" ეს ევროპის მე-4 ჩემპიონობაა, ინგლისელებმა კი ფინალი ზედიზედ მეორედ წააგეს.
ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდად ლამინ იამალი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად - როდრი.
აქვე გეტყვით, რომ იამალმა ევრო 2024 1 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაასრულა. ასისტი მან 5-დან 4 სტადიაზე მიითვალა - ჯგუფური ეტაპის მატჩშიც, მერვედფინალშიც, მეოთხედფინალში და ფინალში.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი