2 წლის და 1 თვის წინ
არაუხოს მდგომარეობა მძიმეა - რამდენი ხნით იუქმებს ურუგვაელი
ავტორი
Aa
სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ რონალდ არაუხოს გამოჯანმრთელებისთვის ოპერაცია აუცილებელია.
როგორც ირკვევა, ცენტრალური მცველის დაზიანება იმაზე ბევრად სერიოზულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ურუგვაელმა მარცხენა ფეხის ბარძაყის მყესი დაიზიანა, რის გამოც ოპერაცია გადაუდებელი აღმოჩნდა.
ირკვევა ისიც, რომ ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში, არაუხო "ბარსელონას" დაახლოებით დეკემბრის თვემდე გამოაკლდება, რაც გუნდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
შეგახსენებთ, რომ არაუხომ დაზიანება ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ, კოპა ამერიკის მეოთხედფინალში მიიღო, როდესაც მან მოედანი 33-ე წუთზე დატოვა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
9 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
10 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი