4 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსამ" უნდა გაარკვიოს - რას გეგმავს გიუნდოგანი
"ბარსამ" უნდა გაარკვიოს - რას გეგმავს გიუნდოგანი

"ბარსელონას" და, განსაკუთრებით ჰანსი ფლიკს, სურთ გაარკვიონ, თუ რას გეგმავს ილქაი გიუნდოგანი, - იუწყება SPORT.

გერმანელი ნახევარმცველის უნარებს "ბლაუგრანაში" ძალიან აფასებენ, მაგრამ ფინანსურ ფეარ-პლეიში კლუბს სივრცე სჭირდება, ამიტომ თუ გამოცდილ შუახაზელს წასვლა სურს, ამას გაუმარტივებენ.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც ბოლო პერიოდში ილქაი დაუკავშირეს, სტამბოლის "გალათასარაია".

გავრცელებულ ინფორმაციას გიუნდოგანის ცოლი გამოეხმაურა. მან ჯერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტზე სიცილის ემოციები დააკომენტარა, შემდეგ კი ეს კომენტარი წაშალა და დაწერა:

"პასუხი წავშალე, რადგან ჩარევა არ მინდოდა. დედა ვარ და ჟურნალისტებთან პრობლემები არ მჭირდება. საბოლოო ჯამში, კონკრეტულად ეს ჟურნალისტი მაშინებს. ის, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, ჩემი, როგორც ქალის, შესაძლებლობებს მიღმაა. მეშინია, რომ იგი ჩვენ შეგვიძულებს და ჩვენს ოჯახზე ცუდ რაღაცებს იტყვის."

როგორც ჩანს, გიუნდოგანის ოჯახის პოზიციაა, რომ ილქაი "ბარსაში" დარჩება. ჰანსი ფლიკსაც სწორედ ამის გაგება უნდა სურდეს.


Facebook კომენტარები