ევრო 2024 უკვე ისტორიის კუთვნილებაა. იგი ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კი "ბარსელონას" სუპერტალანტმა, ლამინ იამალმა შეიტანა.
ლამინმა ტურნირზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, მან ერთბაშად 7 რეკორდი დაამხო, რომელთა სრულ ჩამონათვალსაც ქვემოთ გთავაზობთ:
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე - 16 წლისა და 338 დღის ასაკში
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გაუტანია - საფრანგეთის ნაკრებთან ნახევარფინალურ მატჩში გატანილი გოლისას იამალი 16 წლისა და 362 დღის იყო.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა გაუკეთებია - საგოლე გადაცემა ლამინმა ჯგუფური ეტაპის პირველივე ტურის შეხვედრაში, ხორვატიის წინააღმდეგ მიითვალა. მაშინ ის 16 წლის და 338 დღის იყო.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - იამალმა ესეც საფრანგეთთან მატჩში მოახერხა.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატს ასისტებში ულიდერა - ლამინმა ტურნირი 4 საგოლე გადაცემით დაასრულა. ეს საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გააკეთა საგოლე გადაცემა - იამალი ასისტით ჯერ კიდევ მერვედფინალში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამოირჩა. ამ დროს იგი 16 წლისა და 353 დღის გახლდათ.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდის ჯილდო დაიმსახურა - ლამინს ეს პრიზი ფინალის შემდეგ გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ იამალი სულ ახლახანს გახდა 17 წლის. მარტივი მისახვედრია, თუ კიდევ რამდენ რამეს უნდა ველოდოთ მისგან.