4 თვის და 1 კვირის წინ
"ბარსამ" როკეზე ძალიან სარფიანი შეთავაზება მიიღო
"ბარსამ" როკეზე ძალიან სარფიანი შეთავაზება მიიღო

"ბარსელონამ" საუდის არაბული კლუბიდან ვიტორ როკეზე ძალიან სარფიანი შეთავაზება მიიღო, - იუწყება SPORT.

თუ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ბრაზილიელი თავდამსხმელის გაყიდვას გადაწყვეტენ, ამით ფინანსური სარგებლის ნახვასაც ისურვებდნენ. მიუხედავად ამისა, ბოლო სიტყვა მაინც დეკუსა და ჰანსი ფლიკზე იქნება.

წყაროს თანახმად, "ბარსაში" თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ 19 წლის ფორვარდი ამ ზაფხულს გუნდს დატოვებს. ამის შესახებ ვიტორსაც შეატყობინეს, თუმცა იგი მაინც დარჩენისკენ იხრება.

არ არის გამორიცხული, "ბლაუგრანამ" როკეს წასვლისკენ ამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგ უბიძგოს.

ბრაზილიელის დარჩენის შანსებს ამცირებს ისიც, რომ მისი სხვა გუნდში გადაბარგებით "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ნიკო უილიამსის ტრანსფერის განხორციელება გაუმარტივდებათ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ვიტორით რომის "ლაციოა" დაინტერესებული. "არწივებს" მისი იჯარა და 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლების მიღება უნდათ.

შეგახსენებთ, რომ როკე "ბარსელონას" პირველ გუნდს იანვარში შეუერთდა. "ატლეტიკო პარანაენსედან" 31 მილიონ ევროდ ნაყიდმა თავდამსხმელმა "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები