გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" ნიკო უილიამსის დამატებას ისევ ცდილობს.
ცნობილია, რომ ინგლისურმა კლუბმა ესპანელი გარემარბის დასამატებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა. ახლა კი ისინი მზად არიან, მის შესაძენად პირველი ოფიციალური შეთავაზება გააკეთონ.
მოგეხსენებათ, "ბარსელონა" კვლავ არის უილიამსით შეძენით დაინტერესებული, თუმცა, ლა ლიგაში არსებული ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, ოფიციალური პროცედურები კლუბს ამ ეტაპზე არ განუხორციელებია.
გამოდის, რომ უილიამსისთვის ბრძოლაში "ჩელსი" დაწინაურდა. თავის მხრივ, "არისტოკრატებს" მოთამაშის დასამატებლად საკმარისი ფინანსებიც აქვთ და ლიგაში ხელსაც არავინ შეუშლის.
მრავალი წყარო ირწმუნება, რომ უილიამსს ესპანეთში დარჩენა სურს. ამას ემატება მისი ძალიან კარგი ურთიერთობა "ბარსას" ვარსკვლავებთან. ფაქტია, ნიკოს "ბლაუგრანა" გაცილებით მეტად იზიდავს, ვიდრე პრემიერლიგა, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერს კლუბები გადაწყვეტენ.